07:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 13:30:49, 2187 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტი შესაძლოა, არმენ სარქისიანი გახდეს

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩ არმენ სარქისიანს მმართველი პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სერჟ სარგსიანისა და არმენ სარქისიანის შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.

მედიის ცნობით, თანხმობის შემთხვევაში, სარქისიანი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.

არმენ სარქისიანი 1953 წელს ერევანში დაიბადა და ერევნის სახელმწუფო უნივერსიტეტი და ასპირანტურა დაამთავრა. მოგვიანებით ის კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1991-1995 წლებში სარქისიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1995-1996 წლებში - ბელგიაში, ვატიკანსა და ლუქსემბურგში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1996-1997 წლებში კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან დღემდე ის კვლავ დიდ ბრიტანეთში სომხეთის ოფიციალური წარმომადგენელია.

რაც შეეხება კერძო სექტორს, სარქისიანი British Petrolium, Alcatel, Telefonica, Bank of America, Merrill Lynch-ის მთავარი კონსულტანტი იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics