05:45 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 10:36:04, 1195 ნახვა

მსოფლიო
ჯონ ქერიმ პუტინთან და ლავროვთან მოლაპარაკებებს გულწრფელი უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს გულწრფელი უწოდა.
პრესკონფერენციაზე ქერიმ პუტინს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ განუმარტა რუსეთის პოზიცია არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში.
„შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ მინსკის შეთანხმება არის საუკეთესო გზა მშვიდობის დამყარებისთვის და მისი ყველა პუნქტი ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ადგილზე არსებული მდგომარეობით, რადგან გრძელდება ბრძოლები, სეპარატისტების შეიარაღება და წვრთნა“,-განაცხადა ჯონ ქერიმ.
ამასთან, სერგეი ლავროვმა დასძინა, რომ  რუსეთსა და ამერიკის  შეერთებულ შტატებს შორის არსებობს უკრაინაში კონფლიქტის წარმოშობის განსხვავებული ხედვა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ დაპირისპირება მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს“,-განაცხადა სერგეი ლავროვმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics