12:49 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 21:24:56, 1963 ნახვა

სამართალი
ნუცუბიძის ფერდობზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება).

შემთხვევის ადგილზე ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics