09:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 17:24:17, 1841 ნახვა

სამართალი
ბორზიევის ადვოკატი: აღკვეთის ღონისძიება იმიტომ არ გაუქმდა, რომ საქმეში სიტყვა ტერორიზმია გაჟღერებული

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულის შოაიფ ბორძიევის ადვოკატის იმედა ქარქაშაძის განცხადებით, დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას საფუძვლიანად ითხოვდა.

თუმცა, როგორც ადვოკატმა განმარტა, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა საქმის შინაარსიდან გამომდინარე არ დააკმაყოფილა.

"მოვითხოვეთ აღკვეთი ღონისძიების გაუქმება - პატიმრობა. ამას ვითხოვდით საკმაოდ საფუძვლიანად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ალბათ იმიტომ არ გაუქმდა აღკვეთი ღონისძიება ვინაიდან ამ საქმეში ზოგადად სიტყვა ტერორიზმია გაჟღერებული. საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, სანამ არ შევუთანხმდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს", - განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.

ცნობისთვის, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულებს ზურაბ გორნაკაშვილს და შოაიფ ბორძიევს წინასწარი პატიმრობის ვადა 22 თებერვლამდე გაუგრძელა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics