03:44 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 10:11:16, 2044 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ინფორმაციას სააგენტო Ренхап-ი ავრცელებს.

 პირველად ბოლო 2 წლის განმავლობაში, ოფიციალური ფხენიანისა და სეულის დელეგაციები ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე, ე.წ. მშვიდობის სახლში ხვდებიან. შეხვედრის მთავარი საკითხი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა და ორმხრივი ურთიერთობის სტატუსი იქნება. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ორივე მხარე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან გამართავს მოლაპარაკებას.

 სამხრეთ კორეამ ფხენიანს შეხვედრის გამართვა 2 იანვარს შესთავაზა. მანამდე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი მიესალმა კიმ ჩენ ინის განცხადებას, რომ ჩრდილოეთ კორეას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სურს.

3 იანვარს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განკარგულება გასცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics