11:57 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 15:46:57, 2558 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძემ ის სამი პრიორიტეტი დაასახელა, რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იხელმძღვანელებს

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა და უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ახალადდანიშნულმა წევრმა ანა დოლიძემ, ის სამი მთავარი პრიორიტეტი დაასახელა, რითაც აპირებს, რომ საბჭოში იხელმძღვანელოს.

ამასთან, დოლიძემ პრეზიდენტს თანამდებობაზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა.

„უღრმესი მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ამ უაღრესად დიდი პატივისთვის რასაც ჰქვია დანიშნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მანამდე იმ პატივისთვის რასაც ჰქვია, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მუშაობა. არაერთხელ გავიმეორებ ჩემს ცხოვრებაში რომ ყოველი დღე გატარებული ამ  შენობაში, საქართველოს პრეზიდენტთან მუშაობისას  მე გამორჩეულად  დამამახსოვრდება.

რაც შეეხება მომავალს, ბუნებრივია ეს პოზიცია საბჭოს წევრს აკისრებს  ძალიან დიდ პასუხისმგებლობას,  ის არის დიდი პრივილეგია. მე მოგახსენებთ იმ სამ ამოცანას, რომელიც ჩემს ყველაზე მთავარ ამოცანებად მიმაჩნია: მოგეხსენებათ სასამართლო ხელისუფლების  ფუნქცია არის  ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.  ამ მხრივ ჩვენი ბევრი მოქალაქე  ყოველ დღე ელოდება  განაჩენს, გადაწყვეტილებას ჩვენი სასამართლოებიდან. ეს ლოდინი ხშირად თვეები და ხშირად წლებიც კი გრძელდება. საქმეთა გაჭიანურება არის ძალიან დიდი სისტემური პრობლემა,  რომელსაც შეხება ჰქონია სასამართლოსთან. აქედან გამომდინარე, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ სასამართლომ გასწიოს ისეთი მომსახურება, რომელიც იქნება დროული და ხარისხიანი.

მეორე ამოცანა უკავშირდება პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და უკავშირდება  სასამართლო ხელისუფლების, კონკრეტულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ნდობის ამაღლებას, რომელიც პირველ რიგში უნდა მოხდეს  მისი გახსნილობით და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებით.  საბჭოს დღეს აკრიტიკებენ, რომ ხშირად არ არის შესაბამისად გახსნილი და ანგარიშვალდებული და ჩემი მეორე ამოცანა უნდა იყოს ამ გახსნილობის და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

 მესამე ამოცანა  უკავშირდება  ასევე სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის გაზრდას და სასამართლოს ავტორიტეტის გაზრდას იმით, რომ სასამართლოს ხელისუფლებაში მოვიდნენ მხოლოდ პროფესიული კომპეტენციით და ღირსებით გამორჩეული ადამიანები“,-განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics