09:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 14:52:16, 1977 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ მჭედლიშვილი საბჭოს მოსამართლე წევრებზე: მათ საქმიანობას არც ვაფასებდი პოზიტიურად

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი საბჭოს მოსამართლე წევრებს, რომლებმაც ის გააკრიტიკეს, კრიტიკითვე პასუხობს და ამბობს, რომ მათ საქმიანობას თავადაც  ნეგატიურად აფასებს:

„ის მოსამართლე წევრები არიან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ მოსამართლეებად და მათ საქმიანობას არც მე  ვაფასებდი პოზიტიურად. მათ საქმიანობას პოზიტიურად არ აფასებდა ასევე დღევანდელი პოლიტიკური ხელისუფლება „ქართული ოცნება“, მათ საქმიანობას ასევე ნეგატიურად აფასებს დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც აღიარებს  შეცდომად. შესაბამისად, არც მე ვაფასებდი მათ საქმიანობას  პოზიტიურად“,-განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

ვახტანგ მჭედლიშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. ცნობილია, რომ  საბჭოს წევრად პრეზიდენტი დღეს ანა დოლიძეს წარადგენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics