03:09 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-06 12:09:59, 2377 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი: ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებას არ აძლევს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, თურქეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები, ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებას არ აძლევს, - ამის შესახებ მაკრონმა პარიზში, თურქ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

„თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მისი ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დაწყებულ პროცესში რაიმე სახის პროგრესს შეუძლებელს ხდის. თურქ კოლეგასთან საუბარში ეს თემა გულახდილად განვიხილე“, - განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, მაკრონიმ არ გამორიცხა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა განვითარდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics