|
2015-05-11 16:33:28, 2761 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე: საფრთხის არიდება ყველას პასუხისმგებლობაა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას, განცხადებით, ქობულეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები. ამასთან იზორიას თქმით, საფრთხის თავიდან აცილება არა მხოლოდ კერძო პირის, არამედ ყველას პასუხისმგებლობაა. "დაწყებულია გამოძიება და როგორცკი რაღაც სიახლე იქნება გაიგებს საზოგაოება. ყველანაირ საფრთხეს სჭირდება თავიდან აცილება, ეს არის როგორც უშაულოდ კერძო პირის, ყველას პასუხისმგებლობა და იყო თუ არა ზომები დაცული, ესეც გამოსაძიებელია",-განაცხადა ლევან იზორიამ. შეგახსენებთ, გუშინ, 05:00 საათზე, ქობულეთში, აღმაშენებლის ქ. N358-ში, მდებარე სასტუმროს „არმაზი“ ხანძარი გაუჩნდა. იმ დროს სასტუმროში ქ. რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის 35 ბავშვი იმყოფებოდა, რომლებიც ბათუმში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილების მისაღებად ჩავიდნენ. ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა. სავარაუდოდ ხანძარი იმ ოთახში განჩნდა, სადაც დაღუპულები იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)