04:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 18:16:43, 2336 ნახვა

სამართალი
პროკურორი: სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ბრალის წაყენების რაიმე ვადა აღარ არსებობს

პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა, 25 დეკემბერს ახმეტის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭერილ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, მაჩალიკაშვილი ბრალდებულის სახით დაკავებული არ არის.

როგორც პროკურორის აცხადებს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა მომხადრიყო მაჩალიკაშვილის დაკავება, თუმცა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხდა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე მაჩალიკაშვილის მიმართ ბრალის წარდგენის რაიმე ვადა აღარ არსებობს.

„დაველოდოთ, როგორ განვითარდება შესაბამისი მოქმედებები“, - დასძინა გოზალიშვილმა.

რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა მართლაც ხელყუმბარა მაჩალიკაშვილს და ცდილობდა თუ არა ის მის მოქმედებაში მოყვანას, პროკურორი განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებები იმ სისხლის სამართლის გამოძიების დროს დადგინდება, რომელიც ცალკე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 25 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში - დუისსა და ომალოში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი პირი თავის არეში დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ იგი ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა და სამართალდამცველმა სწორედ აღნიშნულის გამო მოახდინა მის მიმართ გასროლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics