04:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 10:10:41, 2090 ნახვა

სამართალი
შსს-მ საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1954 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ო. ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. 

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მიერ გაყალბებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ასევე დადგინდა, რომ მ.ო. 2007 წლიდან თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2017 წლის 22 აგვისტოდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულისთვის: - ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბება და მისი ხელმძღვანელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ძარცვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით დაუფლება და ტარება.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 362-ე და 344-ე მუხლებით.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics