20:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 17:52:56, 2400 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ზვიადაძემ და  კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე თოფურიამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია საუნივერსიტეტო/საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, ასოციაციის დამფუძნებელ უმაღლეს სასწავლებლებსა (საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი) და სააგენტოს შორის მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პროექტებში ჩართულ პირთა წვდომა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასთან, ,,Boot Camp” ბანაკებში ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობის ხელშეწყობა, სტუდენტებში სასწავლო და სამეცნიერო მოტივაციის გაღვივება, რელევანტური ხასიათის სამეცნიერო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, სასწავლო პროცესში ტექნოპარკის სპეციალისტების მოწვევა და მასტერკლასების ჩატარება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics