|
2017-12-27 15:10:03, 1992 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: იმაზე მეტი სისულელე, რომ ფრაქციები მეგობრობის ნიშნით გადანაწილდა, დიდი ხანია არ მომისმენია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, დამატებით ორი ახალი ფარქციის შექმნის მიზანი მართვის სისტემის გაუმჯობესებაა და ყოველგვარი სხვა საუბარი რეალობას აცდენილია: „რას ამბობს რომან გოცირიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები ამ შემთხვევაში იმდენად არ ემთხვევა არც რეალობას არც რეგლამენტს და საერთოდ აცდენილია ყოველგვარ ლოგიკურ აზროვნებას, რომ მე ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. „ქართული ოცნების“ წამყვანი ფრაქცია საკმაოდ დიდია იმისათვის,რომ ოპერატიული მართვა შეძლოს. არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ფრაქციები, რომლებიც მართვის სისტემასაც გააუმჯობესებენ და გარკვეულ მთავარ საკითხებსაც აიღებენ ყურადღების ქვეშ“,-აღნიშნა ვოლსკიმ. კითხვაზე-რამდენად სიმართლეს შეესაბამება, რომ ფრქციების შემადგენლობა გადანაწილდა ე.წ. გია გაჩეჩილაძისა და ე.წ. ხეჩიკაშვილის სამეგობროებს შორის, ვოლსკიმ ასეთი პასუხი გასცა: „იმაზე მეტი სისულელე და უსაფუძვლო განცხადება, რომ ეს ფრაქციები გადანაწილდა ვიღაცის მეგობრობის ნიშნით, მე არ მომისმენია უკვე დიდი ხანია, 6 წელია, ვარ პარლამენტში“,-განაცხადა გია ვოლსკიმ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ 2 ფრაქციის შექმნას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)