23:12 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 15:51:19, 2109 ნახვა

საზოგადოება
ამბროლაურთან მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ამბროლაურთან მისასვლელ გზაზე  ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.

შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ქ. ამბროლაურთან) ჩამოვიდა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა და საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტისა  და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებდნენ შესაბამის სამუშაოებს, მობილიზებული იყო ყველა საჭირო ტექნიკა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს ვადებში აღდგენა.

ამ ეტაპზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics