|
2017-12-22 18:41:14, 2403 ნახვა
სამართალი
საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ თანამფლობელი, თეიმურაზ დათუკიშვილი ბრალს არ აღიარებს
საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ თანამფლობელი თეიმურაზ დათუკიშვილი, რომელიც ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დღეს დააკავეს, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არის ძალიან შეწუხებული ყოველივეთი, არ აღიარებს დანაშაულს, რასაც ბრალდების მხარე ედავება - კომერციულ მოსყიდვას. მას თანხა არ აუღია“,-აღნიშნა ადვოკატმა. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)