01:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-10 17:28:39, 452 ნახვა

საზოგადოება
დავით ბერძენიშვილი ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 „დღეს, ქობულეთში მომხდარმა ამბავმა სრულიად საქართველო შეძრა. ძნელია, რამით ანუგეშო გარდაცვლილი ბავშვების მშობლები და ახლობლები. თანაგრძნობასა და თანადგომას ვუცხადებ მათ და ვუსურვებ გამძლეობას ამ უმძიმეს სიტუაციაში",-აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, 05:00 საათზე,  ქობულეთში, აღმაშენებლის ქ. N358-ში, მდებარე სასტუმროს „არმაზი“ ხანძარი გაუჩნდა. ამ დროს სასტუმროში ქ. რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის 35 ბავშვი იმყოფებოდა, რომლებიც ბათუმში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილების მისაღებად ჩავიდნენ.  ხანძრის შედეგად განადგურდა ბავშვების საყოფაცხოვრებო ნივთები, ბავშვებს ტანსაცმლითა და სხვა საჭიროებებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და ქობულეთის გამგეობა უზრუნველყოფს.  სასტუმროდან გამომავალი ბოლი საპატრულო ბოლიციამ პატრულირებისას შენიშნა. ხანძრის წარმოშობის მიზეზი არ არის ცნობილი, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა. სავარაუდოდ ხანძარი იმ ოთახში განჩნდა, სადაც 3 დაღუპული ბავშვი იმყოფებოდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics