19:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 12:45:14, 2102 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი“ ჯგუფის ბარათებიდან საერთაშორისო ფულადი გზავნილის განხორციელებაა შესაძლებელი

 „ვითიბი“  ჯგუფმა მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა.

ფულადი გზავნილის განსახორციელებლად, ბანკში მისვლა აღარ არის საჭირო. ამ მომსახურებით სარგებლობისას შესაძლებელია თანხის გადაგზავნა რუსეთში ემიტირებული Visa-სა და MasterCard-ის  ნებისმიერი ბარათიდან, „ვითიბი ჯგუფის“  ბანკების ბარათებზე საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელარუსში.

გზავნილის განხორციელება შესაძლებელია ბანკი VTB24-ის ვებ-გვერდიდან - https://perevod.vtb24.ru   

გზავნილის განსახორციელებლად საჭიროა მხოლოდ სასურველი თანხის მითითება და  გამგზავნისა და მიმღების ბარათის რეკვიზიტების შესაბამის ველებში დაფიქსირება.

გზავნილი რამდენიმე წუთში აისახება მიმღების ბარათზე და თანხის მიღება შესაძლებელია მიმღების ბარათის ანგარიშის შესაბამის ვალუტაში.

ახალი სერვისი მომხმარებლისთვის ბევრად კომფორტულს ხდის ფულადი გზავნილის განხორციელებას რუსეთის ნებისმიერი ბანკის მიერ გამოშვებული Visa და MasterCard ბარათებიდან „ვითიბი ჯგუფის“  შვილობილი ბანკების კლიენტებისთვის, ასევე, მას მინიმუმამდე დაჰყავს გზავნილის მიმღების შესახებ ინფორმაციის ცოდნის აუცილებლობა.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics