19:15 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 17:25:02, 2377 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს რეგიონებში ოპტიკური ინტერნეტის ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება

კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე საქართველოს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი  ქვეყნის ინტერნეტიზაციის თემასაც  შეეხო.

 მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება   საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის  განხორციელებაა. 

ცალკე პროგრამაა „ინტერნეტი განვითარებისთვის,"  რომელიც   კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხორციელდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი. მომავალი წლიდან   მთავრობა 4 სხვადასხვა მიმართულებით დაიწყებს ქსელის მშენებლობას.  ამ  მიმართულებებში  კერძო სექტორი არ შედის, რადგან ეს ეკონომიკურად არ არის მომგებიანი,"-განუცხადა  დეპუტატებს ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, 2018 წელს  ოპტიკური ქსელის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაიწყება.  ინტერნეტიზაციის პროგრამა ასევე შეეხება გურიის რეგიონს და დაფარავს ოზურგეთისა და ჩოხატაურის დასახლებული პუნქტების 70%-ს.

მაგისტრალური  მონაკვეთები შეირჩა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით და ასევე ქსელის უწყვეტობისა და რეგიონების მაქსიმალურად დაფარვის პრინციპით.

 სახელმწიფოს მიერ აშენებული ოპტიკური ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ადგილობრივი ქსელების განვითარებაში, ხოლო ორივე ერთობლივად - მოსახლეობის მაღალსიჩქარიან ინტერნეტსერვისებზე წვდომას.

 რაც შეეხება პროგრამას  „ინტერნეტი განვითარებისთვის," ის  უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის ჩართულობას ინტერნეტ და საინფორმაციო სივრცეში და ასევე მათ ტრენინგებს,  რათა უზრუნველყონ ამ პლატფორმების ეფექტიანად გამოყენება.

გარდა ამისა,  რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ექნება შესაძლებლობა გაიარონ ტრენინგები ელექტრონული კომერციის მიმართულებით, დაიწყონ გაყიდვა სხვადასხვა ქართული თუ საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით და შექმნან საკუთარი ვებ-გვერდები.  

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics