19:15 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 16:49:44, 1947 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია მუშავდება

„ტრანსპორტის სფეროდან დამატებითი ღირებულების  შესაქმნელად, რეგიონების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და   ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გასაზრდელად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ცენტრების  განვითარება",-ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  პარლამენტში სიტყვით  გამოსვლისას განაცხადა.

  მისი თქმით,  უკვე გამოცხადებულია ინტერესთა მოწვევა  საქართველოში 2  ლოგისტიკური ცენტრის შექმნაზე, სადაც  განხორციელდება  დაახლოებით 170 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დასაქმდება 800  ადამიანი.

 მინისტრის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, უკვე არსებობს   საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების  ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.

დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა.

 ამ კვლევის საფუძველზე გამოცხადებულია ინვესტორთა მოსაზიდად ღია ტენდერი.

 ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შესაბამისად შეირჩა 2 საუკეთესო ლოკაცია - აღმოსავლეთ საქართველოში (თბილისის ლოგისტიკური ცენტრი, კუმისში) და  დასავლეთ საქართველოში, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ (ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი).

ასევე, მომზადდა თითოეული ლოგისტიკის ცენტრის კონცეპტუალური დიზაინი, ბიზნესმოდელი, გაკეთდა ბაზრის ანალიზი და სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

 აქვე აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  დასრულების სტადიაზეა საქართველოს ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიისა (2017-2026) და მისი სამოქმედო გეგმის (2017-2020) შემუშავება. დოკუმენტს ცნობილი ფრანგული საკონსულტაციო კომპანია ,,EGIS International"-ი ამზადებს.

 სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა  მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.  

დოკუმენტის მიღება დაგეგმილია მომავალ წელს.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics