|
2017-12-20 11:56:32, 1837 ნახვა
კომენტარი
იზორია: საქართველოს აქვს სერიოზული ნაბიჯი იმ სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით, რასაც ნატო წევრ ქვეყნებს უყენებს
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ლევან იზორიას განცხადებით, ნატო-სთან თანამშრომლობის კუთხით, საქართველოს კონკრეტული შედეგები აქვს. როგორც იზორიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულის საფუძველზე ხდება ალიანსის მხრიდან საქართველოს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო ასპირანტი ქვეყნის აღიარება. „კერძოდ, იცით, რომ ნატო-ს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, რასაც ვაკმაყოფილებთ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომ შეიარაღებაში იყოს 20% გათვალისწინებული, ჩვენ წელს გვქონდა 10% და მომავალ წელს გვექნება დაახლოებით 19%, ეს არის მართლაც სერიოზული და დიდი ნაბიჯი იმ სტანდარტების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, რასაც ნატო წევრ ქვეყნებს უყენებს და რასაც დღევანდელი ინფორმაციით, ყველა ქვეყანა ვერ ასრულებს. მხოლოდ 5% თუ ასრულებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის დაკმაყოფილებას, აღარაფერს ვიტყვი შეიარაღებაზე. ნატო-სთან მიმართულებით ეროვნულ პრიორიტეტად რჩება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია“,-განაცხადა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)