22:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 13:31:09, 2197 ნახვა

მსოფლიო
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 2017 წელს 65 ჟურნალისტი დაიღუპა

2017 წელს მსოფლიოში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 65 ჟურნალისტი დაიღუპა, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, 26 ჟურნალისტი უშუალოდ სამუშაო პროცესში დაიღუპა. საუბარია ავიაიერიშის, საარტილერიო დაბომბვისა და ტერაქტის დროს მომუშავე ჟურნალისტებზე. დანარჩენი 39 ჟურნალისტი მიზანმიმართულად მოკლეს, რადგან მათი საქმიანობა სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ჟურნალისტების ლიკვიდრების 60% მათ "გაჩუმებას" ემსახურებოდა. 

ცნობისთვის, ბოლო გახმაურებული შემთხვევა მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობა იყო. ჟურნალისტი 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. დაფნე კარუანა გალიცია მთავრობის წევრების და მალტის პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შესახებ წერდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics