01:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 20:17:42, 2027 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: საკანონმდებლო ცვლილება საზმაუს კონკურენტული რესურსების განვითარებას ემსახურება

„თუ ჩვენ გვინდა ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში, მაშინ უნდა მივცეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საშუალებაც შესაბამის სუბიექტებს",- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ  კანონპროექტზე - „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" დასმულ შეკითხვას.

 ირაკლი კობახიძის თქმით,  პროექტის მხარდაჭერის მთავარი არგუმენტიც სწორედ ეს იყო. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები საჭიროა.

„ჩვენ მოვუსმინეთ ყველას საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით. მოვისმინეთ მათი არგუმენტები, თუმცა ჩვენ საბოლოო ჯამში ვიმსჯელეთ ყველაფერთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ მხარი დაგვეჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონისთვის. არგუმენტი მთავარი იყო ის, რომ თუ ჩვენ გვინდა ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში, მაშინ უნდა მივცეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საშუალებაც შესაბამის სუბიექტებს. სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების საფუძველი. ცვლილებები საჭიროა, ნამდვილად, საზოგადოებრივ მაუწყებელში იმისათვის, რომ გაიზარდოს მისი რეიტინგი. არ შეიძლება 50 მილიონი იხარჯებოდეს იმ რეიტინგში, რომლითაც არის დღეს წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ინტერესი არის, რომ გაიზარდოს რეიტინგი, ამაზე მიდის მუშაობა და სწორედ საკანონმდებლო ცვლილებებიც ამას ემსახურება. ემსახურება იმას, რომ უფრო მეტად შევიდეს კონკურენციაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ბაზარზე და უფრო მეტად განავითაროს საკუთარი კონკურენტული რესურსები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics