|
2017-12-15 18:00:57, 2081 ნახვა
კომენტარი
კალაძე ოპოზიციას: არცერთ ტყუილს არ გაგიტარებთ, ის წლები, როდესაც თავზე ეჯექით ყველას, დასრულებულია
"არცერთ ტყუილს არ გაგიტარებთ, ის წლები, როდესაც თავზე ეჯექით ყველას, დასრულებულია", - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოში, ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა. თბილისის მერმა უფასო სასადილოებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ უფასო სასადილოების მიმართულებით ბიუჯეტი ნახევარი მილიონით არის გაზრდილი. "თუ თქვენ მეკითხებით, თანხები საკმარისია თუ არა, გეტყვით, არ არის საკმარისი, მაგრამ გამოვდივარ იმ შესაძლებლობიდან, რა შესაძლებლობაც გააჩნია ქვეყანას", - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მოუწოდა ოპოზიციას, წარმოადგინონ რეალური ხედვები და პროექტები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დედაქალაქისთვის. "მე ვთხოვ ოპოზიციას, წარმოადგინონ რეალური ხედვები და პროექტები, თუ რა შეიძლება განხორციელდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მერიის კარი ღიაა იმათთვის, ვისაც აქვს კონკრეტული გეგმა იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება გაკეთდეს დედაქალქისთვის. შესაბამისად, თუ გექნებათ კონკრეტული ხედვები, მივმართავ ოპოზიციას, ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ, ერთად განვიხილოთ და განვახორციელოთ ეს პროექტები ქალაქის საკეთილდღეოდ", - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)