01:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 14:41:18, 1616 ნახვა

კომენტარი
რატიანი საპარლამენტო უმრავლესობას: საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს ნდობა და ეს ნდობა გაანადგურეთ თქვენ

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბალ რეიტინგსა და მისდამი უნდობლობაში მმართველი გუნდი დაადანაშაულა.

როგორც რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, არაადეკვატურია მიდგომა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ არის აუცილებელი, რეიტინგი ჰქონდეს.

 „როდესაც საუბრობენ, რომ არაა აუცილებელი საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდეს რეიტინგი, რადგან ის ასრულებს ისეთ საზოგადოებრივ დაკვეთას რომელიც აუცილებელია, მაგრამ შეიძლება არ იყოს რეიტინგული, ეს მიდგომა საერთოდ არ არის ადეკვატური. ეს პოზიციები არ არის რელევანტური იმასთან მიმართებაში, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა რეიტინგზე, არამედ ნდობაზე.  საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს ნდობა და ეს ნდობა გაანადგურეთ თქვენ. 2012 წელს, ხელისუფლების გადაბარების შემდეგ იყო შანსი, რომ საზოგადებრივი მაუწყებლის ნდობა გაზრდილიყო, იმიტომ რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესში არის ასიმეტრიულობა და არ იყო დამოკიდებული მთავრობაზე, შესაბამისად მისი კრიტიკულობა იზრდებოდა.  თქვენ ეს მომენტი გაუშვით ხელიდან“, - მიმარტა რატიანმა საპარლამენტო უმრავლესობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics