16:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 14:53:26, 1876 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: 2017 წლის 11 თვეში კაპიტალური ხარჯების მოცულობა 500 მილიონი ლარითაა გაზრდილი

გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის 11 თვეში კაპიტალური პროექტების დაფინანსება 500.0 მლნ ლარით არის გაზრდილი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე. მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე ხარჯებისა და დეფიციტის შემცირების პარალელულად მთავრობა კაპიტალურ დანახარჯებს ზრდის,  რომელებიც ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მიმართულია.

„გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის 11 თვეში 500.0 მლნ ლარით არის გაზრდილი კაპიტალური პროექტების დაფინანსება, ხოლო მისი მოცულობა 2.4 მილიარდ ლარს შეადგენს. წლის ბოლოსთვის მაჩვენებელი 3 მლრდ ლარს გადააჭარბებს. კაპიტალური დანახარჯების ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იქნება მომდევნო წლებში და მშპ-ს 9%-ს გადააჭარბებს. ჯამში, 2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 19 მიალიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდება ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო ხერხემლის - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, ასევე განხორციელდება ჩრდილოეთ-სამხრეთ კორიდორის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ტურისტული, ენერგო, წყალ-კანალიზაციის და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია-მოდენრიზაცია", - აღნიშნა მინისტრმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics