19:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 13:05:27, 2321 ნახვა

მსოფლიო
იტალიის ჩრდილოეთში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული (ვიდეო)

იტალიაში, გადაუღებელი წვიმების გამო, ჩრდილოეთ პროვინციებში, რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები დატბორა.

ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ყველაზე მეტად პროვინცია რეჯიო-ემილია დაზარალდა, სადაც სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმები რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის გარდა, უამინდობაა მეზობელ რეგიონებშიც: ტოსკანაში, ლიგურიასა და პიედმონტში, სადაც დიდთოვლობის გამო, უკვე მეორე დღეა, სკოლები დაიხურა. შეფერხებით ფუნქციონირებს ადგილობრივი აეროპორტები.

უამინდობას თან ძლიერი ქარი ერთვის, რომლის სიჩქარეც საათში 100 კილომეტრს აღწევს.

იტალიაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics