00:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 18:23:20, 1766 ნახვა

კომენტარი
აბესაძე: კრიზისების მართვის საბჭო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო შექმნილი

„მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო შექმნილი კრიზისების მართვის საბჭო, რომელმაც 15  მილიონ ლარამდე გაფლანგა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 „თქვენ უშიშროების საბჭოს გაუქმებისას ერთადერთ არგუმენტად მოგყავდათ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს არსებობა.  თქვენ გვიმტკიცებდით, რომ ქვეყნის უსაფრთხოება  დიახაც  უმნიშვნელოვანესი იყო „ქართული ოცნებისთვის“ და ამის საკოორდინაციოდ მთავრობასთან და პრემიერ-მინისტრთან შექმნილი იყო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო. ეს საბჭო განახორციელებდა იმ ფუნქციებს, რასაც ეროვნული უშიშროების საბჭო ახორციელებდა. ახლა, სამთავრობო ცვლილებების დროს აღმოვაჩინეთ და თავად მთავრობის საპარლამენტო მდივანი გვიცხადებს, რომ უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო უფუნქციო ორგანო იყო. გამოდის, რომ გასული 3 წლის განმავლობაში ტყუილად იფუნქციონირა და დღეს მთავრობამ  უბრალოდ გადაწყვიტა თავად აიღოს ეს ფუნქცია ისე, რომ უსაფრთხოების გამოწვევებში არაფერი შეცვლილა, თუ არ დამძიმდა კიდეც.  მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო თავის დროზე შექმნილი  ეს უწყება,  რომელმაც 15 მილიონ ლარამდე გაფლანგა, რომლის ნახევარზე მეტი მხოლოდ და მხოლოდ ხელფასები იყო“, - მიმართა უმრავლესობას აბესაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics