23:28 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 15:29:45, 416 ნახვა

საზოგადოება
იპოთეკით დაზარალებულებმა იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს

იპოთეკით დაზარალებულებმა იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც ხელშეკრულებების და აღსრულების ფურცლები დახიეს.

დაზარალებულები  გამოსახლებებისა და  აუქციონების შეჩერებას მოითხოვდნენ.

ისინი მთავრობას  იპოთეკით დაზარალებულების  პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებდნენ. 

აქციის მონაწილეებმა  იუსტიციის სახლთან ხელშეკრულებები და აღსრულების ფურცლები დახიეს, რის გამოც ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათი დაჯარიმება გადაწყვიტა.

ამის შემდეგ, იპოთეკით დაზარალებულებმა  დაყრილი ფურცლები გადაყარეს.

„ჩვენ ვაპროტესტებთ გამოსახლებებს, რომ ამდენ  ხალხს ქუჩაში ყრიან. ვრჩებით უსახლკაროდ და უბინაოდ, ვაპროტესტბთ  კერძო იპოთეკარების, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ქმედებებს, ისინი არ ითვალისწინებენ მოსახლეობის მდგომარეობას, ბევრს გადახდილიც აქვს, მაგრამ ისინი სახლებზე ნადირობენ, თუკი მთავრობას არა აქვს ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა მაშ გადადგეს. მოვითხოვთ შეჩერდეს გამოსახლებები და აუქციონები, სანამ მთავრობა არ გადაწყვეტს ჩვენს საკითხს“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირინა მღვდელაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics