|
2017-12-07 11:59:03, 2019 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საკონსულო, მასშტაბური ხანძრის გამო, კალიფორნიაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს
საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში კალიფორნიის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საკონსულო კალიფორნიასი მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს ადგილობრივი ხელისუფლების საევაკუაციო გეგმა შეასრულონ. "კალიფორნიის შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ადგილობრივი ხელისუფლება გუშინდელი დღიდან აცხადებს საევაკუაციო გეგმებს. კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გთხოვთ შეასრულოთ ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებები. საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ Red Cross-ის ცხელ ხაზს - 866-272-2237 ან დაგვიკავშირდით გენერალურ საკონსულოს Facebook გვერდზე ან შემდეგ ტელეფონზე 212-922-1722. ადგილზე არსებული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე. http://emergency.lacity.org/skirball-fire" - წერია საკონსულოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ კალიფორნიაში ტყის ხანზარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი ტყეში სწრაფად ვრცელდება. ხანძარს ამ დროისთვის, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის დაწყებიდან უსაფრთხოების მიზნით 200 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა.
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)