08:22 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 11:09:16, 2170 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: შედეგები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, მეტყველებს, რომ რაღაც გამოგვრჩა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უმოკლეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად უნდა მიიღოს ზომები, რათა საზოგადოებაში მეტი დაცულობა უზრუნველყოფილი იყოს.

კვირიკაშვილის შეფასებით, მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც საჭიროა.

„მინდა, რომ იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულის და მისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, შედეგები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, მეტყველებს, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა. მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში პრევენციული ზომები მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფონი მოიხსნას და ჩვენ მოზრდილებს გვმართებს იმ აგრესიის მოხსნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია",- განაცხადა პრემიერმა.

 შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics