11:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-02 13:01:03, 2725 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში, პოტსდამის საშობაო ბაზრობაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

გერმანიაში, ქალაქ პოტსდამის საშობაო ბაზრობაზე სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაზრობის მახლობლად აფთიაქში იყო დამალული.

მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც BBC წერს, გამნაღველებმა მოწყობილობის გააუნებელყვეს. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ტერიტორია მთლიანად შეამოწმეს. სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაპოვნი არ არის. 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დეკემბერში, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა. ტერორისტი სატვირთო ავტომობილით ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე დღეში, სამართალდამცველებმა ტუნისელი ანის ამრი მილანში იპოვეს და მოკლეს. აღნიშნული ტერაქტის შემდეგ გერმანიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და უსაფრთხოების ნორმებია გაძლიერებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics