15:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 12:40:47, 2112 ნახვა

კომენტარი
გახარია: პირველადი მონაცემებით, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალურად შემოვიდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციისას ლიკვიდირებული პირები  საქართველოში, პირველადი მონაცემებით, არალეგალური გზით შემოვიდნენ. რაც შეეხება გამოძიებას, გახარია  დეტალებზე საუბრისგან კვლავ თავს იკავებს:


"ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა და შესაბამისად, უახლეოს პერიოდში ეს ყველა დეტალი იქნება გამოკვეული და გექნებათ პასუხი",-განაცხადა გიორგი გახარიამ.

 სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბერს, 20:00 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი,ხოლო სამი ლიკვიდირებულია. 

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი.

ამასთანავე დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics