10:20 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 20:00:23, 2000 ნახვა

საზოგადოება
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს-მ 17 მაისს დაზარალებულებს მორალური ზიანი უნდა აუნაზღაუროს

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილება და შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლის 17 მაისს აქციის მონაწილეებისათვის მორალური კომპენსაციის გადახდით დაავალდებულა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს მიერ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილი განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

"განჩინებაში ვკითხულობთ: „მართალია, აქციის ჩატარების ადგილას იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა აქციის ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყო პირთა კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დაცვა. საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულების ფონზე, შესაძლებელი იყო რისკების სათანადო შეფასება და საქართველოს შინაგან სამინისტროს, რომლის ვალდებულებაცაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული, კანონით მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველეყო მოსარჩელეთა დაცვა ღირსებისა და პატივის შემლახველი ქმედებებისგან, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისგან.“ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი მადლობას უხდის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საქმის წარმოების დროს გაწეული სამართლებრივი დახმარებისთვის", - წერს ორგანიზაცია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აფეთქებები ირანის შვიდ ქალაქში და სამ კუნძულზე დაფიქსირდა
ტრამპმა მხარი დაუჭირა ლინდსი გრემის კანონპროექტს, რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ“ სანქციებზე
უკრაინამ ბაშკორტოსტანში ბოლო მსხვილი ბენზინის მწარმოებელს და ყუბანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics