15:53 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 17:46:38, 1716 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმმა საქართველოში ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

ტურიზმმა  საქართველოში ათი ათასობით სამუშაო ადგილის გენერირება მოახდინა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სესიაზე „საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები“ გამოსვლისას.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2017 წლის ბოლოსთვის ტურიზმიდან საქართველოს ეკონომიკაში 2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი იქნება მობილიზებული.

დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეეხო საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიას, რომელიც აღნიშნული სექტორის განვითარებას შეეხება 2025 წლისათვის. სტრატეგიის თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მომზადდა, საქართველომ 2025 წლისთვის 11 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უნდა უმასპინძლოს.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში ტურიზმის განვითარების უდიდესი შესაძლებლობა არსებობს. მისი თქმით, სახელმწიფო აგრძელებს ტურიზმის მხარდაჭერას და ყოველწლიურად დაახლოებით 50 მლნ ლარი იხარჯება როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სექტორის სხვა პრიორიტეტების შესაბამისად.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics