07:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 20:02:53, 1865 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორს შეხვდა

,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთი შეხვედრა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორსა და აღნიშნული ფორუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პანელის სპიკერთან, ჰენრიკ ჰოლოლეისთან გამართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სივრცითი მოწყობის გეგმის კომპონენტზე, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემლის განვითარებას და ამ კუთხით საშუალოვადიან პერიოდში გათვალისწინებულ ფინანსურ მხარდაჭერაზე სახელმწიფოს მხრიდან.   

ასევე ისაუბრეს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივაზე, საუბარი შეეხო

რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას, მათ შორისაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.

როგორც ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, მნიშნელოვანია  ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში საქართველოს ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს.

ჰენრიკ ჰოლოლეი ევროკომისიის მობილობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა. იგი ხელმძღვანელობს  600-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარ გუნდს, ოთხ სხვადასხვა სატრანსპორტო სააგენტოს, (EASA, EMSA, ERA, INEA) ასევე, ორ ერთობლივ ქვეპროგრამას (SESAR, S2R), რომელთა საშუალებითაც ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება და იმპლემენტაცია უნდა განხორციელდეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics