19:27 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 15:45:16, 931 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ხანძრის შედეგად დაშავებულები მოინახულა

სასტუმრო ,,ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრთან დავით სერგეენკოსთან ერთად საავადმყოფოში მოინახულა.

დავით სერგეენკო ბათუმში დაზარალებულების მდგომარეობის გასაცნობად დღეს ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმყოფებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი ზაალ მიქელაძე. 

ზაალ მიქელაძემ მინისტრს დაშავებული ადამიანების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზურაბ პატარაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა მწუხარება  მომხდარის გამო და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

სასტუმრო "ლეოგრანდში" გუშინ მომხდარი ხანძრის შედეგად, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს ამ დროისთვის დაშავებული ოთხი პაციენტი გადის. აქედან, ორი პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი პაციენტი კი კლინიკა "მედცენტრში". 

ხანძრის შედეგად კლინიკებს ჯამში 21-მა პაციენტმა მიმართა. 17-მა მათგანმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics