2017-11-23 13:08:04, 3335 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა (ვიდეო)
უკრაინელმა დეპუტატმა იგორ მოსიჩუკსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შორის ტელეარხ NewsOne-ის ეთერში დაპირისპირება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მედია საშუალების ინფორმაციით, დეპუტატმა მოსიჩუკმა სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა.
დეპუტატმა სააკაშვილს ჰკითხა - უჭერს თუ არა ის ნაციონალისტების ლიდერ სტეპან ბანდერას მხარს, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ „ის მხარს უკრაინას უჭერს".
"ბანდერა ცოცხალი, რომ ყოფილიყო, ის პირველ რიგში კორუმპირებულ პირებს გაანადგურებდა", - დასძინა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ, მოსიჩუკმა სააკაშვილი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაემართა.
"თქვენ საქართველოში კორუფციით იყავით დაკავებული. თქვენ ასეთივე კორუფციონერი ხართ და ამის გამო თქვენ გდევნიან", - მიმართა დეპუტატმა სააკაშვილს და დასძინა, რომ მას არ აქვს უფლება უკრაინაში პოლიტიკით იყოს დაკავებული.
ავტორი: ,