09:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 18:55:40, 2119 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ნანუაშვილი როგორც ჩანს, პოლიტიკური აქტიურობისთვის ემზადება, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენი აღარ იქნება

„როგორც ჩანს უჩა ნანუაშვილი პოლიტიკური აქტიურობისთვის ემზადება მას შემდეგ, რაც აღარ იმუშავებს სახალხო დამცველის პოსტზე“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

„ აღარ მინდა გავაღრმავო ეს დისკუსია.  უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ასეთი შეფასება გაკეთდეს, ამის დემონსტრირებას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახდენდა სახალხო დამცველი. სამწუხაროდ, ის ბოლო 1 წლის განმავლობაში გადასული იყო პოლიტიკურ აქტივობაზე. როგორც ჩანს, ემზადება პოლიტიკური აქტიურობისთვის მას შემდეგ, რაც აღარ იმუშავებს სახალხო დამცველის პოსტზე”, -აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან ომბუდსმენის მიმართ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

 როგორც კობახიძემ აღნიშნა, თეა წულუკიანს შეფასების გაკეთების უფლება აქვს.

„იუსტიციის მინისტრს  აქვს იმის მორალური უფლება, რომ შეაფასოს სახალხო დამცველის საქმიანობა. მე მოვისმინე მისი მხრიდან შეფასება. ის საუბრობდა იმაზე, რომ ეს სახალხო დამცველი არის ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველი ჩვენი ისტორიის მანძილზე. ეს არის მისი შეფასება. ამის მორალური უფლება აქვს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics