|
2017-11-17 14:43:57, 904 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თურქეთში „ტურიზმისა და ინოვაციის საერთაშორისო კონფერენციას“ ესწრება
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქი ერზურუმი „ტურიზმისა და ინოვაციის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას“ მასპინძლობს, რომლის მთავარი თემაა „სამედიცინო ტურიზმი და სპორტი“. საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ზურაბ თენიეშვილი, კლინიკა „მედცენტრის“ კლინიკური მენეჯერი - დეა ქაჯაია, „საზღვაო ჰოსპიტალის“ სამედიცინო დირექტორი - თამარ ქაჩლიშვილი და გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი - ნანა კვაჭაძე. საქართველოდან, ასევე, იმყოფებიან სამედიცინო და სპორტული ასოციაციების წარმომადგენლები. კონფერენცია ქ. ერზურემის გუბერნატორმა - სეიფეთინ აზიზოღლუმ გახსნა. რეგიონის პირველმა პირმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქალაქის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება, როგორც ერზურუმისათვის, ასევე, მოწვეული სტუმრებისა და მათი ქვეყნებსათვის. 2023 წლისათვის რეგიონის მთავრობის მიზნია ტურიზმის სფეროსა და ტურისტული სერვისების მეტად განვითარება. ერთ-ერთი პრიორიტეტი სამედიცინო ტურიზმით შავი ზღვის ქვეყნების მოსახლეობის დაინტერესებაა. მოეწყო მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო-კვლევითი სამედიცინო დაწესებულება, დაიხარჯა 319 მილიონი ლირა. 1200 საწოლზე გათვლილი კლინიკა ფუნქციონირებას 2017 წლის ბოლოს დაიწყებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მეზობელ ქვეყნებთან უფრო მეტად დავახლოვდებით და ერზურუმის უფრო პოპულარულ ქალაქი გახდება“, - განაცხადა ერზრუმის გუბერტანტორმა. ქ. ერზურუმი თურქეთის ჩრდილოეთ - აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. მოსახლეობის რაოდენობით მესამე ქალაქია ქვეყანაში. 2015 წლის მონაცემებით რეგიონში 779,321 ადამიანი ცხოვრობს. აქ განვითარებულია სამთო-სათხილამურო ტურიზმი, მოიპოვება სამკურნალო წყლები, ფუნქციონირებს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. კონფერენციის გახსნამდე პირისპირ შეხვედრა გაიმართა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციასა და ერზურუმის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის. შეხვედრას გუბერნატორთან ერთად ქ. აზიზიეს მერი - მუჰამედ სევდეთ ორჰანი ესწრებოდა. მხარეებმა აჭარის ავტონომიუი რეპუბლიკისა და ეზურუმის რეგიონის ჯანდაცვის სიტემა განიხილეს. საერთაშორისო კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობენ აზერბაიჯანისა და ირანის რესპუბლიკის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.
(NS)
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)