|
2015-05-06 12:15:22, 783 ნახვა
ეკონომიკა
"გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში" ცვლილებები შევიდა
ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობით გამოწვეული პრობლემების დაძლევის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ ცვლილებები განხორციელდა. სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ბრძანების შესაბამისად, ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის ან/და რეგიონში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების შედეგად მიმწოდებლის ხარჯის ზრდის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდა ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, თუ: ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულება იზრდება 10%-მდე და იგი იწვევს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების ზრდას 100 000 ლარზე მეტი ოდენობით; ან ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულება იზრდება 10%-ზე მეტით. „მიმწოდებლებს ეძლევათ უფლება მიმართონ შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდის მოთხოვნით და მას წარუდგინონ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ხელშეკრულების შესრულებისას ზემოაღნიშნული გარემოებებით გამოწვეული მიმწოდებლის ხარჯის ზრდა. შემსყიდველი ორგანიზაცია განიხილავს ექსპერტიზის წარდგენილ დასკვნას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ათანხმებს ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების გაზრდის საკითხს. საგულისხმოა, რომ ცვლილებების მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულების გაზრდასა და მის ოდენობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. მათივე ცნობით, ცვლილებების მიხედვით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდის ნაცვლად, ხელშეკრულების ღირებულების უცვლელად, დასაშვებია მისაწოდებელი საქონლის, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს ოდენობის/მოცულობის შემცირება. ეს საკითხი ასევე საჭიროებს ექსპერტიზის დასკვნას. ამ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა აღარ მოითხოვება. „ექსპერტიზის დასკვნის გაცემისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობის მიღებისთვის საჭირო ვადა მიმწოდებელს არ ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადაში. ეს ვადა ასევე არ იქნება გათვალისწინებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გამოთვლილისას, რაც დამატებით უნდა ასახონ მხარეებმა შეთანხმების დოკუმენტში, რომლითაც შედის ცვლილება ხელშეკრულებაში. ამ ნორმისაგან გამონაკლისია სამშენებლო სამუშაოები, რა დროსაც მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და არ დაუშვას სამშენებლო სამუშაოს მიმდინარეობის შეჩერება შესაბამისი დასკვნის წარმოდგენამდე. ხაზგასასმელია, რომ ეს ცვლილებები ეხება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც დადებულ იქნა 2015 წლის 1 მარტამდე და იგი არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელებულ შესყიდვებზე, აგრეთვე იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელშიც ცვლილების ამოქმედებამდე უკვე განხორციელებულია ხელშეკრულების ღირებულების სრული ოდენობის წინასწარი ანგარიშსწორება ან რომელშიც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა სრულად და გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი“, - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევიდა 2015 წლის 30 აპრილიდან და მისი ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2824002
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)