19:33 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 17:09:22, 1969 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მონაცემებით, ათი თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევები 14 %-ით შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მრავალკომპონენტიან, გრძელვადიან პროგრამას აგრძელებს, რომელიც ტექნოლოგიურ რეფორმას, საკანონმდებლო ცვლილებებსა და სოციალურ კამპანიას მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის 1 ივლისიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, ამოქმედდა ე.წ. ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან კი ფუნქციონირება დაიწყო ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა და ძალაში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის, მათ შორის, ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ჩაატარა. ანალიზის შედეგად, 2017 წლის ათი თვის მონაცემებით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევები 14 %-ით, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 7 %-მდე, ხოლო დაშავებულების - 12 %-მდეა შემცირებული.

შსს-ს მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics