22:29 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-12 11:24:18, 2220 ნახვა

პოლიტიკა
ოზურგეთში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრული გამოიძახეს

ოზურგეთის 43-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენელის ფიქრია მამარდაშვილის მტკიცებით, მან უბნის გარეთ შეამჩნია აგიტატორები, რომლებსაც ამომრჩევლის სიები აქვთ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, როგორც თავად ამბობს, გამოიძახა პატრული. მამარდაშვილის განმარტებით, ადგილზე მისულმა  პოლიციის წარმომადგენელმა მისთვის კამერის წართმევა სცადა  და ხელითაც შეეხო.

„ოზურგეთის 43-ე უბანზე დეპუტატს ჰყავს თავისი აგიტატორები, გვაქვს სიები დაფიქსირებული, ამ ფაქტთან დაკავშირებით დავრეკეთ პატრულში, მოვიდა ლანჩხუთის პოლიციის უფროსი, პოლიციამ იმის მაგივრად, რომ გაენეიტრალებია სიტუაცია, ჩემზე მოახდინა ზეწოლა. ხელითაც შემეხო, სცადა კამერის წართმევა, დამიხურა, რომ არ გადამეღო“,-აღნიშნა ფიქრია მამარდაშვილმა.

მან ჟურნალისტებს  აღნიშნულის ამსახველი ვიდეო, ან ფოტომასალა არ აჩვენა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics