19:33 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-11 11:58:58, 1868 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინეს

აჭარის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე “WTM London 2017” იყო წარდგენილი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საქართველოს, კერძოდ კი აჭარას პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად გაუწია.

ლონდონის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას 5000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ღებულობდა, რაც ხელს უწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და პოტენციური პარტნიორების მოძიებას.  გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრები  გამართეს, როგორც მსოფლიოში წამყვანი მედია საშუალებების Euronews, BBC, CNN და New York Times, ასევე ბრიტანული ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. 

„ტურიზმი  არის ძალიან ცოცხალი, სწრაფად განვითარებადი და ცვალებადი სფერო. შესაბამისად, აუცილებელია თანამდროვე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის ფლობა. ლონდონის გამოფენას 50 000 ვიზიტორი სტუმრობდა. ეს არის ხალხი, რომელიც ტურიზმის ბიზნესში წამყვან პოზიციებს ფლობს, ეძებენ ახალ ბაზრებს, წარმოადგენენ ახალ ტექნოლოგიებს და ქმნიან ხედვას ტურიზმის განვითარების საკითხებში. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა მინისტერიალი, რომელიც მასპინძლობდა იმ ძირითადი ქვეყნების ტურიზმის მინისტრებს, რომლებმაც წარმატებული მართვის მოდელები შექმნეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც დღეს ტურიზმი დგას. 2018 წელს, დიდი ბრიტანეთი ოფიციალურ სამიზნე ქვეყნად გვემატება, სადაც აქტიური სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების განხორციელებას ვგეგმავთ. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევების თანახმად, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა მუდმივად არის იმ ტურისტების ათეულში, რომლებიც ყველაზე მეტს მოგზაურობენ და მაღალგადახდისუნარიანობით გამოირჩევა. გაერთიანებული სამეფო  ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული კუთხით. ლონდონის გამოფენა იყო საუკეთესო შესაძლებლობა, საჭირო კონტაქტების დასამყარებლად, რომელიც იმედი გვაქვს მომავალში თანამშრომლობის კუთხით შედეგიანი იქნება“. განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics