18:20 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 09:49:14, 1744 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბიორნ სოდერთს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და შვედეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მნიშვნელობა, რომელსაც მიმდინარე წლის 7 თებერვალს მოეწერა ხელი.

„2016 წლის დეკემბერში ჩვენ შვედეთის სამეფოში წარვგზავნეთ პოლიციის ატაშე, რომელიც უზრუნველყოფს შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ ორგანოებთან უშუალო, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას. შვედეთის ჩათვლით, საქართველოს უკვე წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები 13 პარტნიორ ქვეყანაში და სხვა ქვეყნების მაგალითებზეც თუ ვიმსჯელებთ, პოლიციის ატაშეების დანიშვნამ დიდი შედეგები მოიტანა დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის კუთხით“, - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა.

საქართველოს შს მინისტრმა შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა ბიორნ სოდერთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შვედეთის სამეფოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics