13:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 12:27:56, 1763 ნახვა

საზოგადოება
კორეაში საკვების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პროდუქცია წარადგინეს

კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში ფერმენტირებული საკვების მე-15 საერთაშორისო გამოფენა  IFFE (International Fermented Food EXPO) 2017 გაიხსნა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გამოფენის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, კორეის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ჩრდილოეთ ჯოლას პროვინციის გუბერნატორმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა ქართული წარმოების თაფლი, აჯიკა, წყაროს წყლები, ღვინო, ბრენდი, ჭაჭა, წვენები, ჩაი, ჩურჩხელა, ბაქმაზი და ენერგეტიკული სასმელები.

აღნიშნულ ღონისძიებაში ქართული კომპანიების მონაწილეობა განხორციელდა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს წარმოების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.

გამოფენაში 20 ქვეყნიდან 355-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics