13:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 14:28:47, 1722 ნახვა

საზოგადოება
ფრანგი ექსპერტები სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირების პროცედურების გაუმჯობესებაში ჩაერთვებიან

მარცვლეული კულტურების სერტიფიცირების პროცედურების ფრანგული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თესლისა და სარგავი მასალის ეროვნული ინტერპროფესიონალური ჯგუფის (GNIS) მიწვევით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის თანამშრომლები ქალაქ პარიზში იმყოფებოდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ფრანგულმა მხარემ საქართველოს წარმომადგენლებს საფრანგეთში არსებული სერტიფიცირების სისტემა, ნაციონალური კატალოგი და კატალოგში ჯიშთა შეტანის წესის მარეგულირებელი დოკუმენტები გააცნო. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში არსებული სერტიფიცირების სისტემაც.

აღსანიშნავია, რომ თესლისა და სარგავი მასალის ეროვნული ინტერპროფესიონალური ჯგუფის (GNIS) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ფრანგი და ქართველი სპეციალისტები თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ფრანგი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებთან ერთად იმ კანონქვემდებარე აქტების მომზადებასა და პროექტების შექმნაში ჩაერთვებიან, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირების პროცედურებს გააუმჯობესებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics