|
2015-05-04 14:08:37, 2396 ნახვა
სხვადასხვა
თბილისის 24-ე სკოლაში ტუბერკულოზის 4 შემთხვევის გამოვლენა არ დასტურდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევის გამოვლენას არ ადასტურებენ. როგორც "ექსპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა განუცხადა, ტუბერკულოზის 4 შემთხვევა არა 24-ე სკოლაში, არამედ, შესაძლოა, მთლიანად სკოლებში დაფიქსირდა. ცენტრში აღნიშნავენ, რომ ტუბერკულოზის დაავადება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირდება, მათ შორის სასკოლო ასაკშიც, თუმცა, მათივე თქმით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის კონტაქტების ეფექტურ კვლევას ახორციელებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ირწმუნებიან, რომ დღეისათვის, ტუბერკულოზის დაავადების გავრცელების კუთხით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. "ზოგადად, ტუბერკულოზი გავრცელებული დაავადებაა ჩვენს ქევაყანაში, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირდება, მათ შორის სასკოლო ასაკშიც.სკოლის შემთხვევები ახლა არ იკვეთება და რომც იყოს და რომც დაფიქსირდეს სკოლებში, სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს კონტაქტების მაქსიმალურად კვლევას, როგორც ოჯახური, ასევე სხვა ახლო ტიპის კონტაქტების და მათ შორის კლასის მასშტაბით იგულისხმება. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური ტერიტორიული ვინც არის, თუ თბილისშია თბილისის აკეთებს ამ კვლევას, თუ რაიონებშია, შესაბამისი რაიონი ამას ყველაფერს უზრუნველყოფს მაქსიმალურად გულისხმიერებითა და ბოლომდე. ასე რომ, საპანიკო და აღსაშფოთებელი ნამდვილად არაფერი არის. 24-ე სკოლაში 4 შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ცალკეულ სკოლებში რაღაც პერიოდულობით თოთო შემთხვევა შესაძლებელია იყოს. თანაც, ტუბერკულოზს სწრაფად გადაცემა არ ახასიათებს, ერთდროულად 4, 5 და 9 შემთხვევა ასე არ რეგისტრირდება.შეიძლება ვინც კონტაქტშია, რამდენიმე წლის შემდეგ გამოუვლინდეს",-განუცხადეს "ექსპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)