13:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 12:18:24, 1778 ნახვა

საზოგადოება
კახეთის რეგიონში საშემოდგომო თესვის სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საშემოდგომო თესვის სამუშაოებს ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2,200 ჰექტარ მიწის ფართობზე უკვე დათესილია თავთავიანი კულტურა  (ხორბალი, ქერი).

უწყების ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურად გრძელდება შირაქის ველზეც, სადაც 20 ჰექტარ მიწის ფართობზე ხორბალი დაითესა.

 საშემოდგომო თესვის სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 95 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული.

საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება  სამუშაო პროცესში.

შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics