08:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 12:30:39, 2077 ნახვა

სამართალი
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის მიწვევით, თეა წულუკიანი სასამართლოს სამუშაო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს სამუშაო სესიაში, რომელიც 26-27 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.

მინისტრი ამ შეხვედრას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის ალექსი მურის პირადი მიწვევით ესწრება.

იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს წარმომადგენლების მონაწილეობით რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მუშაობა საკითხზე, თუ რა ფორმით იქნებოდა შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საარბიტრაჟო ფორუმის მიერ, საარბიტრაჟო დავების განხილვა და გადაწყვეტა. ამ მიზნით სპეციალური მუშა ჯგუფია შექმნილი. სასამართლოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის მინისტრისათვის გაგზავნილი პირადი მოწვევა მომავალი ნაყოფიერი თანაშრომლობის საწინდარია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics