16:50 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 22:21:07, 2039 ნახვა

პოლიტიკა
ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 58% მოაგროვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 17%

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ბოლო მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 58% მიიღო.

მეორე ადგილზე 17%-ით „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა, მესამე ადგილზე - „ევროპული საქართველო“ 9%-ით; მეოთხე ადგილზე კი, „პატრიოტთა ალიანსი“ 5%-ით.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, "დემოკრატიულმა მოძრაობამ" ხმათა 3% მოაგროვა, "ლეიბორისტულმა პარტიამ" ასევე 3%, "ახალმა საქართველომ" 3%, "რესპუბლიკურმა პარტიამ" კი, 2% მიიღო.  

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა.

ეგზიტპოლის მონაცემებით, თბილისში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება საჭირო არ გახდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics